აქსელ ვიტსელი:
Aa
Aa

აქსელ ვიტსელი: "დორტმუნდში გადმოსვლა კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“

წლევანდელ სეზონში „დორტმუნდის ბორუსია“ შესანიშნავად გამოიყურება. ლუსიენ ფავრის გუნდი ბუნდესლიგის პირველ ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოდის.

„დორტმუნდელთა“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ბელგიელი ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელია. ეს უკანასკნელი გუნდში აგვისტოში მოვიდა, მაგრამ ლიდერის ფუნქციების შეთავსება უკვე მოასწრო.

29 წლის ფეხბურთელმა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი ახალი გუნდის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:"დორტმუნდში გადმოსვლით კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. ახლანდელ თანაგუნდელებზე უფრო მაღალი დონის ფეხბურთელების მხარდამხარ არასდროს მითამაშია. გარდა ამისა ქალაქითაც მოხიბლული ვარ. დორტმუნდში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში“.

ბელგიელი ნახევარმცველი „ბაიერნთან“ გამართულ შეხვედრასაც შეეხო და აღნიშნა: „ჩემპიონობა ნაადრევია და „ბაიერნთან“ მიღწეული გამარჯვება არაფერს ნიშნავს. გუნდმა კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს და მომდევნო ტურებში გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები