17 წლის დავითაშვილის გოლები და ''ლოკომოტივის'' დრამატული გამარჯვება
Aa
Aa

17 წლის დავითაშვილის გოლები და ''ლოკომოტივის'' დრამატული გამარჯვება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში თბილისის ''ლოკომოტივმა'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მინდორზე 2:1 დაამარცხა გორის ''დილა.''

თბილისური კლუბის გამარჯვებაში 17 წლის დავითაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა. მან დუბლი შეასრულა და ''ლოკომ'' მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-9 გამარჯვება მოიპოვა.

განსაკუთრებით ეფექტური და შთამბეჭდავი დავითაშვილის პირველი გოლი გამოვიდა, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზე ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. 

81-ე წუთზე გორის ''დილამ'' ანგარიში გაათანაბრა, მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ კოვტალიუკმა საჰაერო ბრძოლა გაბაძეს მოუგო და ეროვნულ ლიგაში მე-14 გოლი გაიტანა. 23 წლის უკრაინელი თავდამსხმელი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გიორგი გაბედავას ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 16 გოლია.

ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა სამი ქულის მომტანი გოლი მეორე დამატებულ წუთზე გაიტანა. თბილისურმა კლუბმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარა. ცვლილებაზე გამოსულმა 17 წლის რევაზ ინჯგიამ მეტოქის საჯარიმოში ერიკ სანტოსს აჯობა, მისი საგოლე პასის შემდეგ კი დავითაშვილმა დუბლი შეასრულა.

დავითაშვილის დუბლი

 

დავითაშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ

  

თბილისის ლოკომოტივი - გორის დილა 2:1 (0:0)

გოლები: 1:0, 2:0 დავითაშვილი (46, 90+2), 1:1 კოვტალიუკი (81)

ფოტო/ვიდეო: fcloco.ge, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები