საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძე მეორე ადგილზეა | საბა მხოლოდ კრისტიან მოსკერას ჩამორჩება

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ იტალიის სერია A-დან გავარდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა მაღალ დონეზე ითამაშა და ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. გოგლიჩიძის წარმატებულ ასპარეზობაზე სტატისტიკაც მეტყველებს, რომელიც DataMB-იმ გაავრცელა.

სტატისტიკური პორტალის მიხედვით, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, 20-წლამდე ასაკის ცენტრალურ მცველებს შორის, გოგლიჩიძეზე მეტჯერ ბურთი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აქვს დაბრუნებული - კრისტიან მოსკერას. გასულ სეზონში საბამ ბურთი 283-ჯერ დაიბრუნა, მოსკერამ - 303-ჯერ.

შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძეს ბევრი მსურველი ჰყავს და სხვადასხვა დროს გოგლიჩიძე „პარმას“, „უდინეზეს“ „ლაციოს“, „ფიორენტინას“, „რომასა“ და „სანდერლენდს“ დაუკავშირეს. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „უდინეზე“ ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა კიდეც, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე საბას ღირებულება 8 მილიონი ევროა. გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში „ემპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოდიშარიას გუნდმა ლევადია გამოთიშა | ქართველების გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგაზე
ოდიშარიას გუნდმა ლევადია გამოთიშა | ქართველების გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგაზე