Aa
Aa

"ლივერპული ოთხეულში ვერ მოხვდება" - ნეიმარმა "მერსისაიდელები" გამოიწვია

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ერთბაშად 3 ეგრეთწოდებული „სიკვდილის ჯგუფი“ მივიღეთ.

დიდ ინტერესს იწვევს „ლივერპულისა“ და „პსჟ“-ს დაპირისპირება. გულშემატკივრები სწრაფ, აგრესიულ და ლამაზ თამაშს ელოდებიან.

„პსჟ“-ს ბრაზილიელმა ათიანმა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ცეცხლზე ნავთი დაასხა და „მერსისაიდელები“ გააღიზიანა.

Express-თან საუბრისას ნეიმარმა წლევანდელ სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონი და მოწინავე ოთხეული დაასახელა.

„ვინ მოიგებს პრემიერლიგას? ეს რთული კითხვაა, ძალიან რთული. გაუჭირდებათ, მაგრამ ვთვლი რომ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონი გახდება.

ვფიქრობ, მეორე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება, მესამე კი „ჩელსი“. მეოთხე კი „ტოტენჰემი“.

„ლივეპრული“? არა, ისინი ოთხეულში ვერ მოხვდებიან“.

ნეიმარმა „მერსისაიდელები“ გამოიწვია და ახლა ჯერი „ლივერპულზეა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები