იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეოთხე ტური
Aa
Aa

იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეოთხე ტური

პრემიერ ლიგის მეოთხე ტური ფავორიტების დამაჯერებელი თამაშით გამოირჩა. გამონაკლისი მხოლოდ "ტოტენჰემი" აღმოჩნდა, რომელიც მშფენიერ ფორმაში მყოფ "უოტფორდთან" დამარცხდა.

CrystalSport-ის გუნდი წარმოგიდგენთ რუბრიკას, რომელსაც პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ და რაუნდის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბრებთ.

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის საწყისი 4 შეხვედრა 1990-91 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო.

პედრომ წლევანდელი პრემიერ ლიგის ოთხ მატჩში უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე ინგლისის უმაღლესი დივიზიონის წინა 23 შეხვედრაში. 3-2

"ვესტ ჰემმა" პრემიერ ლიგის საწყისი 4 თამაში არსებობის ისტორიაში მეორედ წააგო.

„ლესტერთან“ მატჩში ჯეიმს მილნერმა პრემიერ ლიგის ეგიდით 80-ე გადაცემა მიითვალა. ამ მაჩვენებლით „ლივერპულელი“ დევიდ ბექჰემს გაუთანაბრდა. მილნერზე მეტი გადაცემა მხოლოდ და მხოლოდ 6 ფეხბურთელს აქვს შესრულებული. (იგულისხმება პრემიერ ლიგა)

რაიან გიგზი - 162

სესკ ფაბრეგასი - 111

უეინ რუნი - 103

ფრენკ ლამპარდი - 102

დენის ბერკამპპი - 94

სტივენ ჯერარდი - 92

პრემიერ ლიგის ეგიდით „მანჩესტერ სიტის“ „ნიუკასლთან“ უკანასკნელი 22 თამაშია არ წაუგია. 19 მოგება, 3 ფრე.

იმ მატჩებიდან, რომლებშიც ლაკაზეტი ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა "არსენალმა" 58% მოიგო. ფრანგი შემტევის სათადარიგო სკამზე დარჩენის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 33 პროცენტია.

ბენჟამინ მენდი „სიტის“ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგის საწყის ოთხ შეხვედრაში ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. მსგავსი რამ 2011-12 წლებში სამირ ნასრიმ და 2015-16 წლებში დავიდ სილვამ გააკეთეს.

„მანჩესტერმა“ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 23 შეხვედრიდან, რომელშიც გოლი პირველმა შეაგდო, ყველა მოიგო.

„უოტფორდს“ პრემიერ ლიგის ისტორიაში 13 ავტოგოლი აქვს გაშვებული.

რომელუ ლუკაკუმ „მანჩესტერის“ მაისურით დუბლი 2017 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად გაიფორმა.

იურგენ კლოპის მწვრთნელობის პერიოდში რობერტო ფირმინომ მონაწილეობა „ლივერპულის“ 60 გოლში მიიღო. ბრაზილიელმა მეტოქის კარი 37-ჯერ აიღო და თანაგუნდელები შედეგიანი გადაცემით 23-ჯერ მოამარაგა.

კაილ უოკერმა "სიტის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა! ინგლისელ უკანახაზელს "ქალაქელთა" რიგებში ყველა ტურნირის ეგიდით 52 შეხვედრა ჰქონდა გამართული, თუმცა საკუთარი ანგარიში "ნიუკასლთან" გახსნა.

2015 წლის შემდეგ მარკუს რეშფორდი „იუნაიტედის“ შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. ბოლოს ასეთი რამ მარუან ფელაინიმ „ჰალის“ წინააღმდეგ „გააკეთა“.

„უოტფორდმა“ საწყისი 4 შეხვედრა ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად, როდესაც „კრაზანებმა“ ასეთი რამ გააკეთეს ინგლისის მეორე დივიზიონში იმყოფებოდნენ და 1988 წელი იდგა.

პრემიერ ლიგაში ობამეიანგის დებიუტის შემდეგ, რომელიც თებერვალში შედგა, ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში გაბონელზე მეტი გოლი მხოლოდ მოჰამედ სალაჰს აქვს გატანილი. ეგვიპტელის ანგარიშზე 15 ბურთია, პიერ-ემერიკმა კი 11 შეაგდო.

ხოსე ჰოლებასმა პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში მონაწილეობა 5 გოლში მიიღო. (ერთი გოლი 4 გადაცემა) ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით იგი საუკეთესოა.

მუსტაფიმ პრემიერ ლიგაში გატანილი 6 გოლიდან 5 თავით შეაგდო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები