Aa
Aa

"მანჩესტერს" სტროოტმანის შეძენა სურს

ინგლისური გამოცემის „დეილი მეილის“ ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ იტალიური „რომას“ ნახევარმცველით, კევინ სტროოტმანით დაინტერესდა. „წითელი ეშმაკები“ ჰოლანდიელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეეცდებიან. ინგლისური გრანდი მზადაა ნახევარმცველის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გაალს თანამემამულის შეძენა დიდი ხანია სურს.

 

25 წლის სტროოტმანს ბოლო ხანებში ტრავმები აწუხებს. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები