პირველად და საჯაროდ - მესიმ თავის რთულ ბავშვობაზე ისაუბრა
Aa
Aa

პირველად და საჯაროდ - მესიმ თავის რთულ ბავშვობაზე ისაუბრა

„ბარსელონას“ არგენტინელმა ათიანმა ლეო მესიმ პრესასთან თავისი ბავშვობის პრობლემებზე გულახდილად ისაუბრა.

აღსანისნავია, რომ მესის ამ თემაზე აქამდე საჯარო კომენტარი არასდროს გაუკეთებია.

„ეს პატარა ნემსი იყო და არც მტკივნეული ყოფილა, მაგრამ მე ის უნდა გამეკეთებინა“, - ასე დაიწყო ლეომ ისტორიის მოყოლა.

პატარა მესის ადრეული ასაკიდანვე ზრდის ჰორმონების პრობლემა დაუდგინეს. მას რეალური საფრთხე ემუქრებოდა. საჭირო იყო ყოველდღიური მკურნალობა და ნემსების გაკეთება, რომელიც თვეში 1000 ფუნტი ჯდებოდა. მის ოჯახს კი ამის სახსრები არ ჰქონდა.

შემდეგ, ლეოს ცხოვრებაში გამოჩნდა „ბარსელონა“, რომელმაც მკურნალობის ხარჯები დაფარა და 13 წლის როსარიოელი ბიჭუნა კატალონიაში საცხოვრებლად გადავიდა.

ასე დაიწყო ლეგენდარული ფეხბურთელის ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება...

მესიმ ამის შესახებ გულახდილად პირველად ისაუბრა და ეს America TV-სთან ინტერვიუში გააკეთა.

„ყველაფერი 12 წლის ასაკიდან დაიწყო. ამას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ნორმალურად გავზრდილიყავი“.

თვეში 1000 ფუნტის გადახდა არც მესის ოჯახსა და არც მის კლუბს „ნიუელს ოლდ ბოისს“ შეეძლო.

2001 წელს, 13 წლის ასაკში ლეო მესი სპორტული სკაუტის კარლეს რეშაკის დახმარებით „ლა მასიაში“ ჩაირიცხა და „ბარსელონამ“ მისი მკურნალობის კურსი სრულად დააფინანსა. რამდენიმე წელიწადში კი ლეო სრულად განიკურნა.

„ბარსელონაში გადასვლა ჩემთვის რთული საერთოდ არ ყოფილა, თუმცა იგივეს ჩემს ოჯახზე ვერ ვიტყვი. ჩემმა ძმებმა და დამ ეს ვერ მოახერხეს და არგენტინაში დაბრუნდნენ.

საბოლოოდ მე და მამა დავრჩით. მან მკითხა - რა ვქნათ ახლა? ჩემი პასუხი ცალსახა იყო - მე დარჩენა მინდა“.

ზემოხსენებული დაავადება, რომელიც ბავშვობაში მესის დაუდგინეს, სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ 20 ათასი ბავშვიდან მხოლოდ ერთი ინკურნებოდა და ის ერთი სწორედ მესი აღმოჩნდა.

„რწყილმა“ ბავშვობაში 4 წლიანი მკურნლაობის განმავლობაში ნემსი 1400-ჯერ გაიკეთა.

ლეოს ისტორია დასაწყისიდან დღემდე გასაოცარი და იშვიათია. ამ ყველაფერს ჩვენ ყოველწლიურად ერთად ვადევნებთ თვალს.

30 წლის მესი, რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე მილიონობით ადამიანისა და თავისი ოცნების რეალობად ქცევას შეეცდება...

აქვე, იხილეთ პატარა მესის თამაშის ამსახველი კადრები "ლა მასიაში" და მესის უცნობი ისტორია - არჩევანი იტალიის, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები