მამარდას სუპერ მოგერიებები და აკიდებული პენალტი - ვალენსია ალავესთან დამარცხდა
ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია ალავესს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, ისიც პენალტის ნიშნულიდან.
ალავესის დომინირების ფონზე, საოცარი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია.
ქართველმა მეკარემ ყველაფერი გააკეთა, რომ ღამურებს 1 ქულა მაინც აეღოთ, მაგრამ სამწუხაროდ, მატჩის 79-ე წუთზე გიორგიმ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც პენალტი დაინიშნა. ბურთთან ჟოან ჯორდანი მივიდა. მისი დარტყმა მამარდაშვილმა კინაღამ მოიგერია, კუთხე გამოიცნო და ხელი მიარტყა, მაგრამ ბურთი კარის ბადეში მაინც გაეხვია.
სამწუხაროდ, ამ წაგების შემდეგ, ვალენსია სატურნირო ცხრილში დაქვეითდა და კონფერენს ლიგაზე მოხვედრის შანსები მინიმუმამდე დავიდა.
ამ მომენტისთვის, ვალენსია 45 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში ღამურები ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლებენ. მატჩი 18 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.
ცნობისთვის, ქართველი მეკარე ალავესთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მამარდას მომენტები VS ალავესი
