გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

ესკრიბა გაუშვეს - წიტაიშვილის გრანადას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

როგორც მოგეხსენებათ, გრანადა ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და ამის ფონზე მეტად უცნაური ინფორმაცია გავრცელდა.

ცნობილი გახდა, რომ გრანადამ მთავარი მწვრთნელი ფრან ესკრიბა თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ხოსე როხო მარტინ პაჩეტა დანიშნა.

ესპანურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ესკრიბას ბოლო 3 მატჩის შედეგი არ აპატიეს. გრანადამ ჯერ ელჩესთან ფრე ითამაშა, ხოლო შემდეგ მალაგასთან და ეიბართან დამარცხდა.

ამ მომენტისთვის, ესპანური კლუბი ლა ლიგა 2-ში მე 59 გულით მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონასთან 3 ქულა აშორებს. მე-6 პოზიციას ალმერია იკავებს.

რაც შეეხება პაჩეტას, მას სხვადასხვა დროს არაერთ კლუბში უმუშავია, მათ შორის ელჩეში, ნუმანსიაში, ვილიარეალში და ვალიადოლიდში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი წიტაიშვილმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები