სერჟიო კონსეისაუ
Aa
Aa

პირობის შეუსრულებლობის გამო - კონსეისაუ მილანიდან წავა

რამდენიმე კვირის წინ, იტალიის თასის ნახევარფინალში თანაქალაქელი „ინტერის“ დამარცხების შემდეგ, „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაუმ აღნიშნა, რომ მის პოსტს საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან როსონერის კოპა იტალიას მოაგებინებდა და კლუბი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სეზონს ორი ტიტულით (დეკემბერში ქვეყნის სუპერ თასზეც გაიმარჯვა) დაამთავრებდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა პირობა ვერ შეასრულა და მისი მომზადებული ლომბარდიული გრანდი ფინალში „ბოლონიასთან“ 0:1 დამარცხდა. შედეგად, მივიღეთ ასეთი მოცემულობა, რომ კონსეისაუმ ხელმძღვანელობის ნდობა დაკარგა, რის გამოც როგორც ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება, მისი წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ხოლო პორტუგალიელის შეცვლის მთავარ კანდიდატად სესკ ფაბრეგასი მოიაზრება, რომელიც ბოლო პერიოდში „კომოში“ მაღალ დონეზე მუშაობს და სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელის პრიზიც მიიღო.

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „მილანი“ 60 ქულით მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ოთხი ქულით ჩამორჩება. როსონერი დარჩენილ ორ ტურში სტუმრად „რომასთან“ და საკუთარ სტადიონზე „მონცასთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანდიოზული ბონუსები - ინტერი ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს
გრანდიოზული ბონუსები - ინტერი ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს