''იუვენტუსის'' ახალი კაპიტანი - ბუფონს კიელინი შეცვლის
ლეგენდარული იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის ტურინის “იუვენტუსიდან’’ წასვლის შემდეგ სერია ა-ს ჩემპიონს ახალი კაპიტანი ჰყავს. ახალი სეზონიდან ტურინულ გრანდს ჯორჯო კიელინი უკაპიტნებს. ინფორმაცია კლუბმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

კიელინი “იუვენტუსის’’ ისტორიაში რიგით 23-ე კაპიტანია. კიელინის წინამორბედები ომარ სივორი, გაეტანო შირეა, რობერტო ბაჯო, ჯანლუკა ვისლი, ანტონიო კონტე, ალესანდრო დელ პიერო და ჯანლუიჯი ბუფონი იყვნენ.
“ლივორნოს’’ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი 2005 წლიდან ‘‘იუვენტუსის’’ შემადგენლობაში ასპარეზობს. კიელინიმ “იუვეს’’ მაისურით 472 მატჩში 34 გოლი შეაგდო და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კიელინი 2002-05 წლებში “რომას’’ ფეხბურთელი იყო, თუმცა რომაულ კლუბში დამკვიდრება ვერ მოახერხა, რის გამოც ჯერ მშობლიურ “ლივორნოში,’’ შემდეგ კი ფლორენციის ‘‘ფიორენტინაში’’ გაანათხოვრეს.
