„აქ თუ დარჩება, თავს გავუხეთქავ“ - გარის მორალესმა მალევე უპასუხა
რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ 15 აგვისტოს, ფილადელფიაში გასამართ UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბს ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის შორის მაიკლ მორალესი დააზღვევს, რომელსაც დაღესტნელთან დაპირისპირებას ბევრი უწინასწარმეტყველებდა, თუმცა როგორც ჩანს, ეკვადორელს მოცდა მოუწევს. როდესაც მორალესთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა სთხოვეს, ირლანდიელმა საკმაოდ მკვახე კომენტარი გააკეთა.
იან მაჩადო გარი
იცით, მაიკლ მორალესს რას ვურჩევდი? ავიდეს ზედა წონაში, რადგან ძალიან მძიმეა, ნიჭიერია და ახალგაზრდაა. თანაც, საშუალო დივიზიონში აქაურობასთან შედარებით ნაკლები ვარსკვლავია და წარმატებასაც უფრო იოლად მიაღწევს. თუ ქვესაშუალოში დარჩება, მორალესს ადრე თუ გვიან თავს გავუხეთქავ.
ცნობისათვის, მაჩადო გარის ნათქვამს მორალესი მალევე გამოხმაურა და სოციალურ ქსელში დაუწერა: „იან, საქმეს მიხედე და ეშმაკის იქეთ წასულხარ“. აქვე გეტყვით, რომ 27 წლის ეკვადორელს კარიერის განმავლობაში ჩატარებული 19 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, საიდანაც თოთხმეტში - ნოკაუტით, ერთში - საბმიშენით, ხოლო ოთხში მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.