კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

მილანში ჩაშლილი ტრანსფერი - საინტერესო ისტორია კრიშტიანუზე

2018 წლის ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა და „ბებერი ქალბატონის“ რიგებში ყველა შესაძლო შიდა ტიტული მოიგო. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, რვა წლის წინ შესაძლოა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარებულიყო და პორტუგალიელი ვარსკვლავი ბიანკონერის ნაცვლად „მილანში“ აღმოჩენილიყო, რაზეც ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას მასიმილიანო მირაბელიმ ისაუბრა, რომელიც მაშინ როსონერის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

რას ამბობს მირაბელი

კლუბის ჩინელი მფლობელებისგან მაშინ სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ისიც გვითხრეს, რომ მეგავარსკვლავის დამატება სერიოზულად განიხილებოდა და კრიშტიანუს ვარიანტიც გამოჩნდა, რომელიც საგადასახადო სამსახურთან არსებული პრობლემების გამო მაშინ „რეალისთვის“ უკვე თავისტკივილად იყო ქცეული.

„იუვენტუსი“ – „რეალის“ ფინალის დასრულების შემდეგ, კარდიფში პორტუგალიელი ვარსკვლავის აგენტს, ჟორჟე მენდეშს შევხვდი და ტრანსფერით თავად რონალდუც დაინტერესებული იყო. როდესაც მას მე, მარკო ფასონე და ჯენარო გატუზო გავესაუბრეთ, გვითხრა, რომ მილანში აუცილებლად წამოვიდოდა, რადგან ევროპა ლიგაზე არასოდეს ეთამაშა და ამ ტურნირის მოსაგებად სიამოვნებით იბრძოლებდა. საბოლოოდ ამ ყველაფერზე უარი ისევ და ისევ ჩინელმა მფლობელებმა თქვეს, რადგან მათ „რეალისთვის“ 100 მილიონის გადახდა არ ისურვეს და გარდა ამისა, თავად რონალდუც დიდ ანაზღაურებას ითხოვდა“.

ცნობისათვის, კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსი“ რიგებში 2018-2022 წლებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 134 შეხვედრაში 101 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ბიანკონერისთან ერთად პორტუგალიელმა ორჯერ იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის სუპერთასი და ერთხელ კოპა იტალია მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„50 წლამდეც შეუძლია თამაში“ - ჯორჯინამ რონალდუზე ისაუბრა
„50 წლამდეც შეუძლია თამაში“ - ჯორჯინამ რონალდუზე ისაუბრა