შეძლებს, ინტერი ფასის დაკლებას? მაროტა-პერესის ურთიერთობა ნიკო პასის ტრანსფერში
Sky Sport-ის იტალიური ბიუროს ინფორმაციით, მადრიდის რეალმა კომოს აცნობა, რომ ნიკო პასის დაბრუნებას გეგმავს, გამოსასყიდ პუნქტს აამოქმედებს, კომოს 10 მილიონს გადაუხდის და არგენტინელ ტალანტს დაიბრუნებს.
„სამეფო კლუბი’’ მზადაა ნიკო პასი 70 მილიონ ევროდ გაყიდოს, ამ ეტაპზე ინტერესს მილანის ინტერი იჩენს. მაღალი სატრანსფერო თანხის მიუხედავად მილანური კლუბი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებისთვის სივრცე იქნება და სატრანსფერო თანხა შემცირდება.
მილანური კლუბი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. „ნერაძურის“ იმედი აქვს, რომ რეალთან არსებული კარგი ურთიერთობები (მათ შორის პრეზიდენტ ბეპე მაროტასა და ფლორენტინო პერესს შორის არსებული კავშირები) მათ მოლაპარაკებებში უპირატესობას მიანიჭებს. ასევე, ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი პაზის ოჯახთან დაახლოებულია.
შესაძლოა, რეალმა ნიკო პასის სატრანსფერო თანხა გაზარდოს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლუბი წინადადებას ინგლისის პრემიერლიგის კლუბებიდან მიიღებს.
სერია A-ს 2025/2026 წლების სეზონში ნიკო პასმა 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.
შეგახსენებთ, კომო სერია ა-ში მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.