ლიონელ მესი
Aa
Aa

იორდანიასთან მატჩში, მესი სათარადარიგო შემადგენლობაში იქნება

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანი, ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, იორდანიის წინააღმდეგ მატჩს, სასტარტო შემადგენლობაში არ დაიწყებს.

მატჩის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას, სკალონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 39 წლის თავდამსხმელი სათადარიგო შემადგენლობაში იქნება.

„ვინც ხვალ მოედანზე გავლა, ეს უფლება დაიმსახურა. ისინი კოლექტივისა და ჩვენი საერთო პროცესის ნაწილი არიან. ჩვენი მიღწევების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფეხბურთელების დამსახურებაა. როდესაც ისინი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, მეორე დღეს ვარჯიშზე პირველები მოდიან. როგორც კი შესაძლებლობა გამოჩნდება, მე მათ სათამაშო დროს მივცემ. არა უბრალოდ იმიტომ, რომ არ თამაშობენ, არამედ იმიტომ, რომ ამას იმსახურებენ. ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან“, — თქვა არგენტინის ნაკრების თავკაცმა.

ამ მომენტისთვის მესი ხუთი გატანილი გოლით, მსოფლიო პირველობის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი ფიქრები დიდიესთან არის“ - დეშამის ასისტენტის კომენტარი
„ჩვენი ფიქრები დიდიესთან არის“ - დეშამის ასისტენტის კომენტარი