ჩავი:
Aa
Aa

ჩავი: "რეალს გამარჯვებულის გენი აქვს...ბარსელონა კი ღრმა ძილს მიეცა"

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბარში თავისი გუნდი გააკრიტიკა და „რეალის“ ბოლო დროინდელ წარმატებებზე ისაუბრა.

„რეალს გამარჯვებულის გენი აქვს, ამ დროს კი ბარსელონა ღრმა ძილს მიეცა.

ბოლო წლებში გუნდმა გაუაზრებელი ტრანსფერები განახორციელა. ვისაც ეს საქმე აბარია, ისინი უბრალოდ აზრზე არ არიან.

გუნდი არასწორი მიმართულებით მიდის.

რეალი ჩვეულ სტილშია: მათ მეტოქეებს წამყვანი მოთამაშეები ემტვრევათ. ნეიმარი, რობენი, ბოატენგი, ყველა მათგანმა მადრიდელებთან მატჩის წინ ტრავმები მიიღო.

მსაჯებიც კვლავინდებურად მოქმედებენ. წლევანდელ ფინალში „ლივერპულს“ წამყვანი მოთამაშე დაუშავდა.

„ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ მეკარეებმა მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს. ეს ყველაფერი უკვე ჯადოქრობას გავს.

თუმცა, საქმე იმაშია, რომ ბარსელონას დაეძინა. მართალია, გუნდი ტიტულებს იგებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა საბოლოოდ სხვას რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საქმეს არასწორად აკეთებ“.

რამდენიმე დღის წინ, „ბარსა“ ლეგენდარულმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმაც გააკრიტიკა.

„ბოლო 5 წელიწადში რეალმა ლიგა 4-ჯერ მოიგო. ბარსელონას თავისი პრიორიტეტების გადახედვა მოუწევს“.

ბოლო 10 წელიწადში „ბარსელონამ“ ლა ლიგა 7-ჯერ მოიგო, „რეალმა“ კი მხოლოდ 2-ჯერ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე სულ სხვა სიტუაციაა.

მადრიდელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი უკანასკნელ 5 წელიწადში 4-ჯერ მოიგეს, კატალონიელებმა კი მხოლოდ ერთჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები