ტერიმ
Aa
Aa

ტერიმ "ასტონ ვილა" დატოვა

ცნობილმა ინგლისელმა მცველმა, ჯონ ტერიმ „ასტონ ვილას“ რიგები დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ გუშინ საღამოს დაადასტურა.

ტერი „ვილა პარკზე“ გასულ ზაფხულს ლონდონის „ჩელსიდან“ მივიდა და კლუბის მაისურით 35 მატჩი ჩაატარა.

ასტონ ვილა“ ადასტურებს, რომ ჯონ ტერი გუნდიდან მიდის. იგი ნამდვილი ლიდერი და პროფესიონალია, რაც ჩვენს კლუბში კიდევ ერთხელ აჩვენა. მოედანსა და გასახდელში მას უდიდესი როლი ჰქონდა, სამაგალითო პიროვნება იყო ფეხბურთელებისთვისა და გულშემატკივრებისათვის“. - ვკითხულობთ "ასტონ ვილას" ოფიციალურ განცხადებაში.

ბირმინგემული კლუბი პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა ფლეი-ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში „ფულემთან“ 0:1 დამარცხდა.

ჯონ ტერი 37 წლისაა და სად გააგრძელებს კარიერას ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინგლისურ პრესაში ამ დრომდე არაფერი დაწერილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები