ომალი: ეს მხოლოდ მე შემიძლია - ვიცი რაც უნდა დავუპირისპირო იანს
UFC-ის ყოფილ ჩემპიონს სუპერმსუბუქ წონაში, შონ ო'მალის სჯერა, რომ ის ერთადერთი მებრძოლია, ვისაც პიოტრ იანისთვის ბრძოლის ჩვეული გეგმის შეცვლა შეუძლია.
„ეს ჩემი მესამე რევანში იქნება და ვიცი, რა უნდა გავაკეთო გამარჯვებისთვის. დგომში უნდა ვაჯობო, ის კი იჭიდავებს. პიოტრ იანი ბრძოლაზე აქტიური ჭიდაობის გეგმით არასდროს გამოდის, თუკი მისი მეტოქე „შაქარუკა“ არ არის. ჩვენს პირველ ორთაბრძოლამდე მას ასე ბევრი არასდროს უჭიდავია.
პიოტრი პატარა, აუღელვებელი მეომარია, რომლის დამარცხებაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე ამისთვის შესაფერისი სტილი მაქვს. საჭირო უნარები გამაჩნია. უბრალოდ მზად უნდა ვიყო ჭიდაობისთვის და ახლა ოქტაგონზე ამ გააზრებით გავალ: „კარგი, ვიცი, რომ ჩემს პარტერში გადაყვანას შეეცდება“.
ასევე, აუცილებლად უნდა ავიღო პირველი რაუნდი. პირველი რაუნდი უნდა მოვიგო, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. შევეცდები ყველა ავიღო, თუმცა მაწყობს ნოკაუტიც, გადაწყვეტილებით გამარჯვებაც და ჩემ სასარგებლოდ მსაჯების „ძარცვაც“. ჩემთვის სულ ერთია, რა გზით გავიმარჯვებ. მთავარია მოვიგო“,
- განაცხადა ამერიკელმა მაიკლ ბისპინგის პოდკასტში „Believe You Me“.
შონ ო'მალი პიოტრ იანთან ბრძოლის მთავარი კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც ათი დღის წინ რუსმა სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა - ტრილოგიის დასკვნით მატჩში მერაბ დვალიშვილი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს