გიორგი სარდალაშვილი, ლუკა მხეიძე
Aa
Aa

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა | სარდალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლის გიორგი სარდალაშვილი ( - 60 კგ.) პირველ წრეში თავისუფალი იყო, გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ისრაელელი იჟაკ აშპიზი იპონით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ აშპიზი რეიტინგის მეორე ნომერია.

მერვედფინალში სარდალაშვილმა პორტუგალიელი ბერნარდუ ტრალიაუნ ფერნანდეში ვაზარით დაამარცხა.

 

სარდალაშვილი ნახევარფინალის საგზურისთვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ იპონით დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში გამოვა და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ეცდება.

ამავე წონაში საფრანგეთის სახელით ლუკა მხეიძე გამოვიდა, რომელიც მეორე წრეში რუს აიუბ ბლიევთან შიდოებით დამარცხდა.

სარდალაშვილმა 2023 წელს დოჰაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2024 წელს კი აბუ-დაბიში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო პირველობაზე ფინალური ბლოკის შეხვედრები 18:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი | ქართველი ჯუდოკების მეტოქეები ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი | ქართველი ჯუდოკების მეტოქეები ცნობილია