ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„პიმბლეტი-თოფურიას ჩხუბი რეალურია და საინტერესოც იქნება...“ - რას ამბობს ბისპინგი

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა პედი პიმბლეტისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხრიდან ამ ორთაბრძოლის ჩანიშვნა ლოგიკური იქნება.

რას ამბობს ბისპინგი:

პედის ოპონენტთა რიგში ნომერი პირველი - ილია თოფურიაა. პედის და ილიას დიდი ისტორია აკავშირებთ. მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. ერთმანეთს ოქტაგონშიც დაუპირისპირდნენ: „შენ ვერასდროს დამანოკაუტებ… მე შენ მტკივნეულით დაგამარცხებ… ვერ გადარჩები… და ა.შ.“ ამ ბრძოლის გამართვას ნამდვილად აქვს აზრი. აბსოლუტურად. მათ უკვე აქვთ დაპირისპირება, ხომ ასეა? ერთმანეთი საერთოდ არ მოსწონთ. ასე რომ, ეს ბრძოლა სრულიად ლოგიკური იქნებოდა.

მაგრამ ილია თოფურია ასე მალე არ დაბრუნდება და არ იჩხუბებს. ეს უბრალოდ ფაქტია. მაშინაც კი, როცა ჩემპიონი იყო, ის არ გახლდათ მებრძოლი, რომელსაც ყველაზე დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ძალიან ყურადღებით არჩევს თავის მეტოქეებს, ასევე იმას, თუ სად და როდის იბრძოლებს. წლის დარჩენილ ნაწილს ის დაისვენებს და მომავალ წელს დაბრუნდება.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ილია თოფურია ამ ვარიანტებიდან გამოირიცხა. საქმე ასე მარტივადაა. ძალიან მომწონს ეგ ბიჭი, აუგს არაფერს ვამბობ. ის დაბრუნდება. შეიძლება იმაზე უკეთესიც იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ან შეიძლება ძველებური ვეღარც იყოს. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. თუმცა მე ილია თოფურიას გულშემატკივარი ვარ. ის, სავარაუდოდ, დაბრუნდება როგორც საკუთარი თავის უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი ვერსია და ერთ დღეს ქამარსაც დაიბრუნებს. მაგრამ როდის, ჯერ არ ვიცით…

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უცხოურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ UFC ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ბრძოლის ორგანიზებაზე მუშაობს და მათი ჩხუბი შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში გაიმართოს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ილიას გუნდი მხოლოდ გეიჯისთან რემატჩს განიხილავს, „ბედისთან“ ბრძოლის ჩანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ყველაფერი ალბათ, გეიჯის დაბრუნების დროსა და ილიას გამოჯანმრთელების პერიოდზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პედი ილიას მოუგებს“ - შონ ომალი და ტიმ უელჩი თოფურია-პიმბლეტის ჩხუბზე
„პედი ილიას მოუგებს“ - შონ ომალი და ტიმ უელჩი თოფურია-პიმბლეტის ჩხუბზე