Aa
Aa

"ერთი ტაქტიკური ასპექტი სრულიად აშკარა იყო და..." - დე როსის ტაქტიკური შეფასება

"ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ენფილდზე" "ლივერპულთან" 2:5 წაგების შემდეგ, "რომას" კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, მისი გუნდის მარცხის მიზეზებზე ისაუბრა და აქცენტი ერთ კონკრეტულ ტაქტიკურ ასპექტზე გააკეთა.

 

"თამაში ჯერ გამეორებით არ მინახავს, ამიტომ შეიძლება მთლად ზუსტი ტაქტიკური ანალიზი ვერ გავაკეთო, თუმცა ერთი ტაქტიკური ასპექტი სრულიად აშკარა იყო და ამაზე საუბარი შემიძლია.

ისინი ნებისმიერი პოზიციიდან გრძელი პასების გაკეთებას ცდილობდნენ, რაც ხშირად გამოსდიოდათ კიდეც და ძნელია ასეთ დროს აჯობო მეტოქეს, რომელსაც შენზე გაცილებით სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ გვქონდა განცდა, რომ როცა საკუთარ მოედანზე იყვნენ, სახიფათო არაფერი მოხდებოდა, ამიტომაც ბურთების ჩაჭრას ვეღარ ვახერხებდით.

მეტოქეს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და მოდით, ამას ნუ დავივიწყებთ, მათ თავიანთი გეგმა მშვენივრად შეასრულეს, მაგრამ სასტარტო 20-25 წუთი ჩვენც კარგად ვთამაშობდით." - განუცხადა დე როსიმ Mediaset Premium-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები