ისლამ მახაჩევი, მაიკლ ბისპინგი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„მაინტერესებს, წაქცევის შემთხვევაში გარი რას იზამს“ - ბისპინგისთვის ფავორიტი ისლამია

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება UFC 330-მდე, მით მეტი ადამიანი გამოთქვამს ღონისძიების მთავარი მოვლენის, ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის შორის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბის თაობაზე საკუთარ მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონია, საკმაოდ ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მასთან დაპირისპირებაში ირლანდიელს წონადი შანსები ექნება, რასაც ბოლომდე ეთანხმება UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და ამჟამად ექსპერტი მაიკლ ბისპინგი, თუმცა ფავორიტად მაინც დაღესტნელს მიიჩნევს.

მაიკლ ბისპინგი

რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ იან მაჩადო გარი ჩემპიონი გახდეს, მაგრამ მე უპირატესობას მაინც ისლამ მახაჩევს მივანიჭებ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამ უკანასკნელს აუტსაიდერად მიიჩნევენ - ის ხომ მსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია.

გარი მაღალია, აქვს გრძელი ხელები, სწრაფია და დარტყმის მშვენიერ ტექნიკას ფლობს. არც რთული სიტუაციებიდან თავის დაძვრენა უჭირს, შეუძლია ისლამს ჭკვიანური კრივი, შორ დისტანციაზე ჯებებით დაუპირისპიროს, მუდმივად იმოძრაოს და მოწინააღმდეგე წყობიდან გამოიყვანოს. ვფიქრობ, თუ მოიგებს მაჩადო უფრო ქულებით, ვიდრე ფინიშით.

თუმცა, რეალობა იცით როგორია? თუ დგომში მახაჩევი მაჩადოს სტატიკურ პოზიციაში ცოტა ხნით მაინც დაიჭერს, მარტივად წააქცევს და შემდეგ დაისმება ასეთი შეკითხვა: შეძლებს გარი წამოდგომას? თუ ვერ შეძლო, პარტერში ისლამი იოლად დააფინიშებს და ბრძოლაც აქ დასრულდება.

ცნობისათვის, ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში თბილისის დროით, 16 აგვისტოს, გამთენიისას გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ისლამ მახაჩევი ზედიზედ მოგებული ბრძოლების რაოდენობით ანდერსონ სილვას რეკორდს გააუმჯობესებს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი“ | აბდელაზიზის თქმით, ილია უსმანთან უშანსოდაა
„ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი“ | აბდელაზიზის თქმით, ილია უსმანთან უშანსოდაა