„ილია, მახაჩევი და პორიე“ | ვის წაიყვანდა ოლივეირა ქუჩურ ჩხუბში
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და BMF-ის სიმბოლური საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ჩარლზ ოლივეირამ ALF Global-ს ინტერვიუ მისცა. „დუ ბრონქსს“ სთხოვეს, დაესახელებინა სამი მებრძოლი, რომლებსაც ქუჩურ ჩხუბში გვერდით იყოლიებდა.
— ჩხუბი ან საქმის გარჩევა რომ გქონდეს, დაასახელე სამი მებრძოლი, რომლებსაც თან წაიყვანდი. ეს საინტერესო შეკითხვაა, რადგან ძალიან მაინტერესებს, ჩარლზ ოლივეირა ჩხუბში ვის წაიყვანდა.
„ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე და ილია თოფურია. ყოველთვის, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, მათგან პატივისცემას ვგრძნობ. ამ სამ ბიჭს უდიდეს პატივს ვცემ არა მხოლოდ იმის გამო, რასაც გალიაში აკეთებენ, არამედ იმის გამოც, როგორი ადამიანებიც არიან. ვინ არის საუკეთესო ამ სამ მებრძოლს შორის? ისლამ მახაჩევი. ის საოცრად ნიჭიერია და გახლავთ მებრძოლი, რომელმაც ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა“.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ ინტერვიუში ოლივეირამ არმან ცარუკიანზეც ისაუბრა. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ თოფურიასა და ცარუკიანის ჩხუბის შემთხვევაში გამარჯვება ცარუკიანს დარჩება.