მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება

UFC-ის მომდევნო ღონისძიებას MMA-ის სამყარო მოუთმენლად ელოდება. UFC 329-ის მთავარი მოვლენა კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებაა და დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა.

5-წლიანი პაუზის შემდეგ, მაკგრეგორმა 170.5 ფუნტი (77.3 კილოგრამი) დააფიქსირა. „დალოცვილი“ მასზე ოდნავ ნაკლებს იწონის — 170 ფუნტი (77.1 კილოგრამი). ღონისძიების თანამთავარი მოვლენა პედი პიმბლეტისა და ბენუა სენ-დენის ჩხუბია და ორივე მებრძოლმა 70.7 კილოგრამი დააფიქსირა.

მარიო ბაუტისტა და კორი სენდჰეგენი 61.4 კილოგრამს იწონიან, ლონერ კავანა ბრენდონ როივალზე ოდნავ მძიმეა. კავანამ 57.1 კგ დააფიქსირა, როივალმა — 56.6 კგ. UFC 329-ზე ოლიმპიურ ჩემპიონს, გეიბლ სტივსონსაც ვიხილავთ, რომელიც ელიშა ელისონს დაუპირისპირდება, ხოლო რობერტ უიტეკერი ქვემძიმე წონაში ავა და ნიკიტა კრილოვს შეხვდება. ორივე მებრძოლი 205.5 ფუნტს, 93.2 კგ-ს იწონის.

ცნობისთვის, მაკგრეგორმა ბოლოს 2021 წელს იჩხუბა და დასტინ პორიესთან ტექნიკური ნოკაუტით, მოტეხილი ფეხის გამო წააგე. ჰოლოუეი ბოლოს ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი არ შემცდარა, როდესაც გაყიდა, რადგან...“ - რას ამბობს მაურო მელუზო
„ნაპოლი არ შემცდარა, როდესაც გაყიდა, რადგან...“ - რას ამბობს მაურო მელუზო