გიორგი მჭედლიშვილი
Aa
Aa

ორი მედალი კადეტთა ევროპაზე - ძიუდოისტების წარმატება

ესპანეთის ქალაქ გრან კანარიაში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს წარმომადგენლებმა ორი მედალი მოიპოვეს. წარმატებას თინათინ გულბანმა (-63 კგ) და გიორგი მჭედლიშვილმა (-73 კგ) მიაღწიეს, რომლებიც შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

გულბანი კონტინენტის პირველობაზე 1/16-ფინალიდან ჩაერთო და ბულგარელ ანდრეა სტოევას აჯობა, რასაც მერვედფინალში თურქი სევინ ბინალის ძლევა მოჰყვა. მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი იტალიელ ვალერია ჯორდანოზე ძლიერი აღმოჩნდა, ნახევარფინალში ჩეხ ლუიზა პოკორნას აჯობა, ხოლო ფინალში სლოვენიელ ილარია ცურკანთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

მერვედფინალიდან დაიწყო ასპარეზობა მჭედლიშვილმა და გერმანელი ჰანეს შურერი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი სამწუხაროდ, ესტონელ ბრუნო ხრისტოფოროვთან წააგო. დამამშვიდებელ წრეში გადასულმა ქართველმა სპორტსმენმა ერთმანეთის მიყოლებით სერბ ალეკსა ტანასიევიჩს და ლიეტუველ ნატას ალეკსეჟუნასს მოუგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მასპინძელი ესპანეთის წარმომადგენელი გონსალო გაიოლ გრანდე დაამარცხა.

ცნობისათვის, ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ რვა ძიუდოისტი, ბარბარა ფხაკაძე (-70 კგ), ელენე კურდღელია (-70 კგ), ნინი ძაგანია (+70 კგ), მაია ღვალაძე (+70 კგ), ვალერი ლაცაბიძე (-90 კგ), ნიკა ნიგურიანი (-90 კგ), ილია ზაქუტაშვილი (+90 კგ) და თემურ რობაქიძე (+90 კგ) იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე მედალი ბოლო სამ თვეში - დემეტრაშვილის ვერცხლი ულანბატორში
მეორე მედალი ბოლო სამ თვეში - დემეტრაშვილის ვერცხლი ულანბატორში