„ისევ დავამცირებ“ - მაკგრეგორი ჰოლოუეის ემუქრება
UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა, რომელიც ძალიან მალე 5-წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონშში დაბრუნდება, თავის მეტოქეზე, მაქს ჰოლოუეიზე ისაუბრა.
„ჰოლოუეი შესანიშნავი მებრძოლია, თუმცა ის ჩემი დონის არაა. მე ფსიქოლგიურად, ფიზიკურად და ტექნიკურადაც უფრო მაღალ დონეზე ვარ. მე მაქსზე უფრო სწრაფი, ძლიერი, ჭკვიანი და დასვენებული ვარ.
ჰოლოუეი წინა ჩხუბშიც დავამცირე და ახლაც იმავეს გაკეთებას ვგეგმავ. 5-წლიანი პაუზა? სხვა მებრძოლებთან შედარებით თავს უფრო დასვენებულად ვგრძნობ. საკმარისი დრო მქონდა დასასვენებლად, ახლა კი ფორმის პიკზე გავდივარ“.
შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეი-მაკგრეგორის ჩხუბი UFC 329-ს მთავარი მოვლენა იქნება და 12 ივლისს გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ამ მებრძოლების პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებით, რომელიც მაკგრეგორმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, ამჯერად ბრძოლა არა ქვემსუბუქ, არამედ ქვესაშუალო წონაში გაიმართება.