ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

შეძლებს ილია მაღალ დონეზე დაბრუნებას? | რას ამბობს ბრაის მიტჩელი

ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა, ტიმ უელჩს, რომელიც შონ ომალის მწვრთნელია, ინტერვიუ მისცა. მიტჩელს ჰკითხეს, შეძლებს თუ არა „ელ მატადორი“ მაღალ დონეზე დაბრუნებას, და ბრაისმა განაცხადა, რომ მისი სჯერა.

„ჩემი აზრით, ილიასთვის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამოსვლა უკეთესი იქნება, თუმცა შეუძლია, მსუბუქ წონაშიც თავისუფლად დარჩეს, რადგან ჯასტინ გეიჯი კინაღამ დააფინიშა. ვფიქრობ, მისი დაბრუნება სულიერ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

მას საჭირო თვისებები და მენტალიტეტი აქვს. ილია არ არის ადამიანი, რომელიც ნებდება. თვალბუდის ორივე ძვალი ჰქონდა გატეხილი და მაინც ჩხუბობდა.

გადამწყვეტი იქნება, კვლავ სურს თუ არა მის სულს ბრძოლა? რისთვის იბრძვის? ამ შეკითხვებზე პასუხს ილიას გარდა ვერავინ გაგვცემს. ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. მას უფლის სწამს და მოუწევს ილოცოს და ღმერთს ჰკითხოს: „ნამდვილად უნდა გავაკეთო ეს კიდევ ერთხელ?“ და თუ ის საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ კვლავ სურს ჩხუბი, ვფიქრობ, შესანიშნავად იასპარეზებს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და მიტჩელის ბრძოლა 2022 წელს გაიმართა და „ელ მატადორმა“ მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს დივიზიონს უფრო მეტად აამოძრავებს“ - მანუელ ტორესი ილიას მარცხზე
„ეს დივიზიონს უფრო მეტად აამოძრავებს“ - მანუელ ტორესი ილიას მარცხზე