ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, კამარუ უსმანი
Aa
Aa

უსმანი: გეიჯი მსუბუქი წონის ისტორიაში ყველაზე დამსახურებული მებრძოლია

კამარუ უსმანმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ილაპარაკა. ყოფილმა ჩემპიონმა გეიჯის მაღალი შეფასება მისცა და თქვა, რომ ის დამსახურებული მებრძოლია.

„გეიჯი უფრო დამსახურებული მსუბუქწონოსანია, ვიდრე ხაბიბ ნურმაგომედოვი, ბი ჯეი პენი და ჩარლზ ოლივეირა. არ ვამბობ, რომ ის მსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესოა, მაგრამ მას ყველაზე დამსახურებულად მივიჩნევ. რას ვგულისხმობ ამაში? მისმინეთ, ჯასტინ გეიჯის სხვა ორგანიზაციის ტიტული აქვს, ის UFC-ში ამ ტიტულით მოვიდა, რომელიც მანამდე რამდენჯერმე დაიცვა. UFC-ში ყოველი ბრძოლისთვის მან ბონუსი გამოიმუშავა. გარდა ამისა, ის ისტორიაში პირველი ორგზის დროებითი ჩემპიონია UFC-ში, BMF-ის ტიტულის მფლობელია, ახლა კი უკვე უდავო ჩემპიონიც“, — განაცხადა უსმანმა.

შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა - მეოთხე რაუნდის შემდეგ ჩხუბის დასრულება ილიას კუთხემ მოითხოვა, გეიჯიმ კი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ იჩქარა“ - ვოლკანოვსკიმ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე ილაპარაკა
„ილიამ იჩქარა“ - ვოლკანოვსკიმ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე ილაპარაკა