ალექს პერეირა, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„წააგე და ამაში სამარცხვინო არაფერია“ - ბისპინგმა პერეირას მიმართა

UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის გამართულმა სუპერბრძოლამ იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ სხვა ჩხუბებზე სალაპარაკოდ არავის სცალია. თუმცა, ეს ოდნავადაც არ აღელვებს მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხებულ ალექს პერეირას, რომელმაც არბიტრი ჰერბ დინი დაადანაშაულა იმის გამო, რომ სირილ განის მიერ მის მიმართ განხორციელებული არალეგალური დარტყმები ვერ შეამჩნია. რამდენად შორს წავა „პო ატანის„ პროტესტი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მას ყოფილი მებრძოლი და ამჟამად მიმომხილველი მაიკლ ბისპინგი თავის შეკავებას ურჩევს.

რას ამბობს ბისპინგი

პერეირას მივმართავდი: წააგე და ამაში სამარცხვინო არაფერია. ახლა წუწუნი და ტირილი იმის გამო, თითქოს შენს წინააღმდეგ წესები დაარღვიეს, ეს არცთუ ლამაზი საქციელია და კარგს ნამდვილად არაფერს მოგიტანს. ვინც ბრძოლას უყურა, ალბათ დამეთანხმება, რომ სირილ განი გამარჯვებას იმსახურებდა და ყველაფერი ლოგიკურად დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირას ჰქონდა იდეალური შანსი იმისა, რომ სამი წონის ჩემპიონი გამხდარიყო, რითაც UFC-ის ისტორიაში სამუდამოდ შევიდოდა, თუმცა სირილ განთან ბრძოლის მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვინც თვლით, რომ ილიამ ბრძოლა გაყიდა“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა
“ვინც თვლით, რომ ილიამ ბრძოლა გაყიდა“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა