ისევ აუტი და ისევ გოლი - ჩეხეთმა სამხრეთ აფრიკას ვერ მოუგო
Aa
Aa

ისევ აუტი და ისევ გოლი - ჩეხეთმა სამხრეთ აფრიკას ვერ მოუგო

პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, ორივე გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. სპეციალისტები მატჩის დაწყებამდე ფავორიტად ჩეხეთის ნაკრებს მიიჩნევდნენ და თავდაპირველად მიროსლავ კოუბეკის შეგირდებმა აქტიურადაც დაიწყეს, თუმცა მატჩის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და საბოლოოდ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამხრეთ კორეასთან მატჩის მსგავსად, ჩეხების გოლი ამჯერადაც აუტს მოჰყვა და ალექსანდრ სოუკას მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული კარგი გადაცემა ზუსტი დარტყმით მიხალ სადილეკმა დააგვირგვინა. ამის შემდეგ ევროპელები მოდუნდნენ და შეტევაში დიდად აღარ აქტიურობდნენ, რის გამოც მატჩის ბოლოს სათანადოდ დაისაჯნენ - ცვლილებაზე შესული პაველ შულცის ხელით თამაშის გამო, მათ კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ტებოჰო მოკოენამ შეასრულა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში უფრო მეტად აფრიკელები აქტიურობდნენ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ორი ტურის შემდეგ როგორც ჩეხეთის, ასევე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს თითო ქულა აქვს. ამავე ჯგუფის მეორე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, მექსიკა-სამხრეთ კორეა კი, თბილისის დროით ხვალ დილის 05:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰეთ-თრიკი ალჟირთან | მესის ისტორიული მატჩი და კლოზეს რეკორდი გამეორებულია
ჰეთ-თრიკი ალჟირთან | მესის ისტორიული მატჩი და კლოზეს რეკორდი გამეორებულია