ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხარებაშვილი, ჰალიდ დოლტმურზიევი
Aa
Aa

სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი - დინამომ სამგურალს მოუგო

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე წრე დღეს ორი შეხვედრით დასრულდა. მე-18 ტურში თბილისის „დინამომ“ „სამგურალს“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უმასპინძლა და მეტოქე 5:3 დაამარცხა. სანამ მატჩის თაობაზე მოგიყვებით, გეტყვით, რომ წლევანდელ სეზონში ერთ შეხვედრაში 8 გოლი აქამდე გასული არ იყო და შესაბამისად, ეს თამაში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. აქვე გეტყვით, რომ რვა ბურთიდან ექვსი ლეგიონერების ანგარიშზე იყო.

მასპინძლების რიგებში თითო ბურთი როდრიგუ რამუშის, ალექსანდრე კალანდაძის, ლეონარდუ სანტუშის, ჰალიდ დოლტმურზიევისა და აბდულაი იოროს ანგარიშზეა, ხოლო „სამგურალის“ შემადგენლობაში სამივე გოლი ველისოლმა გაიტანა და Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ჰეთ-თრიკი პირველად შეასრულა. ამ მარცხით წყალტუბოს კლუბმა 3-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, თემურ ქეცბაიას მომზადებულმა ფეხბურთელებმა კი წინა ტურში „გაგრასთან“ წაგების შემდეგ ხასიათი ოდნავ გამოიკეთეს.

კიდევ ერთი მატჩი წყალტუბოში „26 მაისის“ სტადიონზე შედგა, სადაც გათამაშების აუტსაიდერმა „მეშახტემ“ „გაგრასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. 51-ე წუთზე გაგრელები ცვლილებაზე ხუთი წუთის შესულმა პედრო ბორჟესმა დააწინაურა, მასპინძლების რიგებში კი წონასწორობა ბოსნიელმა ტარიკ შიკალომ 61-ე წუთზე აღადგინა.

თვრამეტი ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილს 32 ქულით „რუსთავი“ ლიდერობს, რომელიც მეორე პოზიციაზე მყოფ „იბერიას“ ქულით, ხოლო მესამეადგილოსან „დინამო თბილისს“ 4 ქულით უსწრებს. მომდევნო, მე-19 ტურის მატჩები 22-24 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბერია გაძლიერდა | ჩემპიონთა ლიგის წინ ბრაზილიელი მცველი დაიმატა
იბერია გაძლიერდა | ჩემპიონთა ლიგის წინ ბრაზილიელი მცველი დაიმატა