ალანია TOP 14-ში გადავიდა - ქართული ფინალი არ შედგა
სარაგბო კლუბი „ვანი“ მომავალი სეზონიდან TOP 14-ში ითამაშებს. პირველი დივიზიონის ფინალურ შეხვედრაში ამ გუნდმა „პროვანს რაგბი“ 4-ქულიანი სხვაობით, 18:14 დაამარცხა. სამწუხაროდ გამარჯვებული გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა მიხეილ ალანია, თუმცა მთავარია, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა სეზონის წინ დასახული ამოცანა შეასრულეს და 25 წლის ქართველი მორაგბე თავის კარიერაში პირველად უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.
მთლიანობაში წლევანდელ სეზონში ალანია „ვანის“ შემადგენლობაში 25 მატჩში გამოჩნდა, საიდანაც სასტარტოში მხოლოდ 4 დაიწყო, საერთო ჯამში მოედანზე 650 წუთი გაატარა და მეტოქის ჩათვლის მოედანი 3-ჯერ აიღო. გუშინ გამართულ PRO D2-ის ფინალს ქართველის გარეშე მაინც არ ჩაუვლია და დამარცხებული „პროვანს რანგის“ ძირითადში იყო თორნიკე ჯალაღონია, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს.
ცნობისათვის, მომდევნო სეზონში „ვანის“ ღირსებას მხოლოდ ერთი ქართველი არ დაიცავს - უკვე გადაწყვეტილია, რომ მიხეილ ალანიას თანაგუნდელი იოანე იაშაღაშვილი გახდება.