მაია ხვალინსკა
Aa
Aa

ისტორიული შედეგი | მაია ხვალინსკა როლან გაროსის ფინალშია

როლან გაროსის ქალთა თანრიგის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. პირველ ნახევარფინალში მირა ანდრეევამ მარტა კოსტიუკი უშანსოდ დაამარცხა და ორ სეტში იმარჯვა — 6:3, 6:1.

მეორე ნახევარფინალში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. დიანა შნაიდერი, რომელმაც არინა საბალენკას მოუგო, მსოფლიოს 114-ე ჩოგანს, მაია ხვალინსკას დაუპირისპირდა. 24 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა ორ სეტში გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა — 7:6(4), 6:4.

ხვალინსკამ როლან გაროსის ძირითად ბადეში თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით მიიღო და ის პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც როლან გაროსზე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო და ფინალში გავიდა. მთლიანად დიდი სლემების ისტორიაში, მსგავსი რამ მხოლოდ ემა რადუკანუს გაუკეთებია, რომელმაც 2021 წელს, US Open მოიგო.

ხვალინსკამ როლან გაროსის ძირითად ბადეში პირველად ითამაშა, დიდი სლემების ძირითად ბადეში კი მხოლოდ სამჯერ უთამაშია. მისი და ანდრეევას ფინალი შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არშავინი: პოსტსაბჭოთა სივრცეში კვარაზე წინ მხოლოდ შევჩენკოა
არშავინი: პოსტსაბჭოთა სივრცეში კვარაზე წინ მხოლოდ შევჩენკოა