ალექსანდრ ზვერევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„წნეხი მთლიანად მოხსნილი მაქვს“ - ზვერევი სინერის დამარცხებაზე ფიქრობს

რამდენიმე თვის წინ ალექსანდრ ზვერევმა როლან გაროსის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა და კარიერაში დიდი სლემის საჩოგბურთო გათამაშება პირველად მოიგო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში კარლოს ალკარასს ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო იანიკ სინერი 1/32-ფინალში არგენტინელ მატიას ჩერუნდოლოსთან ტრავმამ შეაწუხა და დამარცხდა. ახლა ზვერევი უკვე უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც სინერის სახით ურთულესი მეტოქე ეყოლება, თუმცა გერმანელს რომ წარმატების იმედი აქვს, ეს მისი კომენტარიდანაც კარგად მეტყველებს.

ალექსანდრ ზვერევი

ერთი წლის წინ უიმბლდობს პირველივე წრეში გამოვეთიშე, ასე რომ სერიოზული პროგრესი მაქვს. ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, გეტყვით, რომ პირველი დიდი სლემის მოგება თავდააჯერება და იმის რწმენა შემმატა, რომ მსგავსი წარმატებების გამეორება შემიძლია. გარდა ამისა, ბევრს ვმუშაობ საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაზე, ფორჰენდზე, ბექჰენდზე. ბევრი შეიძლება საუბარი მწვრთნელის შეცვლაზე, ფსიქოლოგიაზე, მაგრამ თუ თავად არ გაუმჯობესდები და თავად არ იმუშავებ ბევრს, დიდი მატჩების მოგებას ვერ დაიწყებ.

ცნობისათვის, ზვერევის მომავალი მეტოქე იანიკ სინერი გახდა ამ სპორტის ისტორიაში მესამე ჩოგბურთელი, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირზე სეტის წაუგებლად სამჯერ დაამარცხა. სინერი-ზვერევის ფინალი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაილდქარდიდან ნახევარფინალამდე - არტურ ფერის დიდებული გზა
ვაილდქარდიდან ნახევარფინალამდე - არტურ ფერის დიდებული გზა