თავისუფალი ჭიდაობა | მაჭარაშვილი და დინგაშვილი ნახევარფინალში დამარცხდნენ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ტურნირის ნახევარფინალში ორი ქართველი ფალავანი გავიდა და ფინალისთვის გივი მაჭარიშვილმა და რობერტ დინგაშვილმა იასპარეზეს.
სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის ბრძოლას ვერც ერთი მათგანი გააგრძელებს. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში დინგაშვილი ნახევარფინალში ისლამ ბაზარგანოვს დაუპირისპირდა და 1:11 დამარცხდა. რობერტი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
რაც შეეხება მაჭარიშვილს, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავანი სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ბატირბეკ ცაკულოვს დაუპირისპირდა და 1:12 წააგო. მარცხის შემდეგ, გივის წამოდგომა გაუჭირდა და იმედი ვიქონიოთ, რომ ტრავმა არ მიუღია.
დღეს, 65 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა ზაქაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელ აიკან სამირ სეიდს აჯობა, თუმცა მეოთხედფინალში დამარცხდა. ანალოგიურად, ტარიელ გაფრინდაშვილმა (79კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელი აიკან სამირ სეიდი დაამარცხა, თუმცა მეოთხედფინალური ბარიერი ვერ დაძლია.