გოგოხიას ბრინჯაოს მედალი ატაცში | მსხალაძემ აკვრაში ოქრო აიღო
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და 88 კგ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ფიცარნაგზე მანუჩარ გოგოხია და ზურაბ მსხალაძე გავიდნენ და ორივე მათგანმა მედალი დაისაკუთრა.
ატაცში გოგოხია მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი აიღო. მანუჩარმა 166 კილოგრამი დაძლია და მხოლოდ ანდრანიკ კარაპეტიანსა (167 კილოგრამი) და მარინ რობუს (173 კილოგრამი) ჩამორჩა. აკვრაში გოგოხიამ 192 ასწია, 197 კილოგრამს კი ორჯერ ვერ მოერია და საერთო ჯამში, 358 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.
მსხალაძე ატაცში 163 კილოგრამით მეხუთე გახლდათ. აკვრაში მან ოქროს მედალი დაისაკუთრა და 200 კილოგრამი დაძლია, თუმცა ორჭიდის ჯამში 363 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონი მარინ რობუ გახდა — 373 კილოგრამი.
.