პირველი მედალი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე - რევაზ მილდიანის წარმატება
ეგვიპრეში სტარტი აიღო ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა პირველივე დღეს შეძლო მედლის მოპოვება.
71 კგ. წონით კატეგორიაში რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ახალგაზრდა ძალოსანმა პირველ კატეგორიაში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და 132, 137 და 140 კილოგრამების დაძლევით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სამწუხაროდ, აკვრის კატეგორიაში მილდიანმა 160 კილოგრამზე პირველი მისვლა გააფუჭა, რამაც მის საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. მართალია, მეორე ცდაზე მილდიანმა 160 კგ. მაინც დაძლია, მაგრამ მესამე მისვლაზე 170 კგ. შეუკვეთა, რაც როგორც აკვარში, ისე ორჭიდის ჯამში გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ქართვლემა ძალოსანმა შეკვეთილი წონის აწევა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, აკვრაში მე-12, ორჭიდის ჯამში მე-4 ადგილს დაჯერდა.
შემდეგი, ვინც ფიცარნაგზე საქართველოს სახელით იასპარეზებს, გოგონებში 77 კგ. წონით კატეგორიაში ნანა ხორავა იქნება. ახალგაზრდა ძალოსანი ტურნირზე 6 მაისს გამოვა.