გოგა ჯაჯვანი
Aa
Aa

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო | ჯაჯვანის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

ეგვიპტეში იუნიორთა შორის (20-წლამდე) ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს სახელით, 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანმა და ლუკა სილაგაძემ იასპარეზეს.

ჯაჯვანმა ატაცში წარმატებას მიაღწია. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა 167 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ოქროს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. აკვრაში ჯაჯვანმა 200 კილოგრამი დაძლია — ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში დაგროვებული 367 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. პირველ ადგილზე მედინა ლოაიზა გავიდა — 373 კილოგრამი.

ჯაჯვანმა საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში ქვეყნის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა 1 კილოგრამით, ორჭიდში კი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

ლუკა სილაგაძემ ატაცში თავი 161 კილოგრამს გაართვა და მე-5 პოზიციაზე გავიდა. ქართველმა სპორტსმენმა აკვრაში 180 კილოგრამის ძლევით მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში დაგროვებული 341 კილოგრამით მე-6 საფეხურზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იქნებ გამოგვივიდეს და მსოფლიოსთვის, ერთი თვით ვინათხოვროთ“ | გარი ლინეკერი კვარაზე
„იქნებ გამოგვივიდეს და მსოფლიოსთვის, ერთი თვით ვინათხოვროთ“ | გარი ლინეკერი კვარაზე