ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

2030 წლამდე რეალში | ფლორენტინო პერესმა გაიმარჯვა და ჟოზეს დაბრუნება დაადასტურა

მადრიდის „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნები ფლორენტინო პერესმა მოიგო. პერესმა ხმების 65 პროცენტი (21 741 ხმა) მიიღო, მის კონკურენტს, ენრიკე რიკელმეს კი ამომრჩეველთა 35-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი (11 814 ხმა).

ფლორენტინო „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი 2030 წლამდე დარჩება. გამარჯვების შემდეგ პერესმა განცხადება გაავრცელა: „რეალისთვის ეს დიადი დღე იყო. ყველა საარჩევნო უბანი მოვიგეთ, რაც ნიშნავს, რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფში მეტი ხმა მივიღეთ. რეალის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. უკეთესიც შეიძლებოდა, რადგან დაახლოებით 1000 ხმა არ ჩაითვალა და ვაპირებთ, აპელაცია შევიტანოთ.

მინდა, გავაგრძელო შენება კლუბისა, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ რეიტინგებში ლიდერია. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ჩემპიონთა ლიგის ტიტული მეთექვსმეტედ დავისაკუთროთ. როგორც რეალის პრეზიდენტი, თქვენით ვამაყობ. თავდაუზოგავად მუშაობას გავაგრძელებთ და კვლავინდებურად ვიქნებით ამაყნი ამ სტადიონით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბითა და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს დაბრუნებით“.

ამრიგად, პერესმა დაადასტურა, რომ „რეალის“ მომდევნო თავკაცი „განსაკუთრებული“ იქნება. მოგვიანებით ჟოზეს ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ის ამბობს: „კი, რა თქმა უნდა, ფლორენტინო პერესმა მოიგო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„P4P-ის პირველი ნომერია“ - ბო ნიკალისთვის ილია საუკეთესოა
„P4P-ის პირველი ნომერია“ - ბო ნიკალისთვის ილია საუკეთესოა