ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

„13 წლის შემდეგ, ისევ ლაშა შავდათუაშვილი“ | EJU ქართველი ლეგენდის ტრიუმფზე

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში მან ჰიდაიატ ჰეიდაროვი შიდოებით დაამარცხა და მის ტრიუმფს ევროპის ძიუდოს კავშირი (EJU) გამოეხმაურა.

13 წლის შემდეგ, ისევ ლაშა შავდათუაშვილი

„თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღემ დაუვიწყარი მომენტები, ეპიკური ბრძოლები და შთამბეჭდავი გამარჯვებები და წაგებები გვაჩუქა, რომელთა წყალობითაც დამაინტრიგებელი ფინალური ბლოკი მივიღეთ. დღის ბოლოს -73 წონითი კატეგორიის ორი ყველაზე ტიტულოვანი ჯუდოკა ერთმანეთს შეხვდა.

2024 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი ტატამიზე ლურჯი ჯუდოგით შევიდა, ხოლო 2012 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, 2013 წლის ევროპის ჩემპიონსა და 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონს თეთრი ჯუდოგი ეცვა. არენაზე გამაყრუებელი ხმაური იყო და ყველა ადგილი დაკავებული გახლდათ.

შეხვედრის დასაწყისშივე ჩავლებების მასტერკლასი ვიხილეთ და ორივე ჩემპიონმა იცოდა, მეტოქე რა მოძრაობას გააკეთებდა და რას შეცვლიდა. შეტევა და დაცვა ერთმანეთს მისდევდა. დომინანტურ პოზიციას ვერც ერთი ვერ იღებდა და ვერც ერთი პოულობდა სივრცეს თავისი ტოკუი-ვაზასთვის. მათ ნამდვილი შოუ დადგეს და ტატამიზე ყველაფერი გაიღეს.

9 წუთი გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად და ბევრი დაძაბული მომენტის შემდეგ, რომელთა დროსაც სუნთქვა შევიკავეთ, ლაშა შავდათუაშვილმა მოიგო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სიამაყის გრძნობამ დაისადგურა და ყველგან ქართული დროშები ფრიალებდნენ, მაგრამ ყველაზე დიდ ბედნიერებასა და ღიმილს ლაშას სახეზე დაინახავდით. ის ტკბილ გამარჯვებას ზეიმობდა, რომელიც პირველი იყო 13 წლის შემდეგ,“ — წერს EJU.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მესამე დღეს ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ. საქართველოს დელეგაციის მონაგარი ამ მომენტისთვის 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო წამებზე პატრიარქს ვთხოვე, ჩემთვის ძალა მოეცა“ | ეთერ ლიპარტელიანის კომენტარი
„ბოლო წამებზე პატრიარქს ვთხოვე, ჩემთვის ძალა მოეცა“ | ეთერ ლიპარტელიანის კომენტარი