მეხუთე ქალია, ვინც ეს შეძლო | საბალენკამ მაიამის მასტერსი მოიგო
ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, 27 წლის არინა საბალენკამ, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მაიამის მასტერსის ფინალში ადგილობრივი პუბლიკის ფავორიტი, კოკო გაუფი, სამსეტიან დრამატულ ბრძოლაში — 6:2, 4:6, 6:3 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით საბალენკამ ე.წ. „მზიანი დუბლი'' შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ერთ სეზონში ზედიზედ მოიგო ინდიან უელსისა და მაიამის პრესტიჟული ტურნირები. ისტორიაში მსგავსი შედეგი სულ რამდენიმე ჩოგბურთელმა დააფიქსირა. 27 წლის საბალენკა მეხუთე ქალი ჩოგბურთელია, ვინც ეს შეძლო.
ბრძოლა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. საბალენკამ პირველი სეტი სრული დომინაციით დაიწყო, თუმცა მეორე სეტში გაუფი თამაშში დაბრუნდა და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ პარტიაში საბალენკას გამოცდილებამ და აგრესიულმა სტილმა თავისი გაიტანა, მატჩის სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა და გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა. ეს საბალენკასთვის მაიამიში ზედიზედ მოპოვებული მეორე ტიტულია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის აბსოლუტურ ლიდერობას ქალთა ჩოგბურთში.