მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

მემკვიდრეობა, BMF-ის ქამარი და გეგმები | ოლივეირას და ჰოლოუეის მედიადღე

BMF-ის ქამრისთვის ჩხუბამდე რამდენიმე დღე რჩება, მანამდე კი მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირამ მედიადღის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მაქს ჰოლოუეი:

„ვერ დავეთანხმები მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ეს სტრაიკერისა და გრეპლერის ჩხუბია. ჩარლზი ჯიუ-ჯიცუდან მოდის, მაგრამ ახლა ის MMA-ის მებრძოლია და საბმიშენებით მოპოვებულ არაერთ გამარჯვებას ოლივეირას კარგი სტრაიკინგი უძღოდა წინ. ის მებრძოლებს დგომში ზიანს აყენებს და შემდეგ უგებს საბმიშენით. საბმიშენით გამარჯვება ოლივეირასთან სწორედ BMF-ის შესაბამისი შედეგი იქნებოდა. დღეს ბევრი რამ შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ყველაფერი შაბათს გალიაში გაირკვევა“.

ჩარლზ ოლივეირა:

„რა თქმა უნდა, ამას სატიტულო ბრძოლად განვიხილავ, იმიტომ რომ გამარჯვებული BMF-ის ქამარს მიიღებს. ბრაზილიაში ეს ქამარი ჯერჯერობით არავის ჩაუტანია და როდესაც ვსაუბრობთ მემკვიდრეობაზე, რეკორდებსა და მიღწევებზე, ეს ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ყველა მებრძოლი, რომელსაც BMF-ის ქამრისთვის უჩხუბია, ამ ტიტულს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩემი და მაქსის პირველი ბრძოლა უკვე წარსულია. ახლა ორი ლეგენდარული მებრძოლი ნამდვილ შოუს შემოგთავაზებთ. ჰოლოუეის დავამარცხებ, შემდეგ მსუბუქი წონის ჩემპიონი გავხდები და არ გამოვრიცხავ, რომ ქვემსუბუქში დავბრუნდე. ჯერ ამაზე არ მიფიქრია“.

ცნობისთვის, ოლივეირა-ჰოლოუეის ჩხუბი UFC 326-ის მთავარი მოვლენა იქნება და 8 მარტს, თბილისის დროით 08:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს“ - მაკგრეგორის დაბრუნება რეალურია?
„მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს“ - მაკგრეგორის დაბრუნება რეალურია?