გეიჯი თუ თოფურია | როგორია ჩარლზ ოლივეირას პროგნოზი
ჩარლზ ოლივეირა მომდევნო ორთაბრძოლას მაქს ჰოლოეუის წინააღმდეგ გამართავს და მას BMF-ის სიმბოლური ქამრისთვის დაუპირისპირდება. ბრაზილიელმა ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბთან დაკავშირებით პროგნოზი დააფიქსირა და „ელ მატადორის“ გამარჯვება ივარაუდა.
„ორთაბრძოლის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფსონს ილია თოფურიაზე ჩამოვიდოდი. ვფიქრობ, ის გაიმარჯვებს. ჩემი მიზანი საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა. თუ თოფურია მოიგებს, მასთან კიდევ ერთი ორთაბრძოლის გამართვის სურვილი მექნება. მინდა, უკეთესად ვიჩხუბო და არ გავიმეორო ის, რაც პირველ ჩხუბში ვაჩვენე.“
ჰოლოუეისა და ოლივეირას დაპირისპირება UFC 326-ის მთავარი მოვლენა იქნება. „დალოცვილსა“ და „დუ ბრონქსს“ პირველი ჩხუბი 2015 წელს აქვთ გამართული და ჰოლოუეიმ ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.
ცნობისთვის, დღეს „ელ მატადორის“ მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ესპანელი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს მიხედვით, შემცირდა ალბათობა იმისა, რომ თოფურიამ და გეიჯიმ თეთრი სახლის ღონისძიებაზე იჩხუბონ.