საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„იმედი გვაქვს, მალე დაბრუნდება“ - უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედვარდ სტილმა „ბრისტოლ სიტისთან“ მატჩისწინა ინტერვიუს დროს საბა გოგლიჩიძის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მცველი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

რას ამბობს სტილი:

„მაამა და ბაა რამდენიმე კვირით დაგვაკლდებიან. სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზამდე გუნდს ვერ დაუბრუნდებიან. რაც შეეხება საბას, ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება. სამშაბათს, ის სათამაშოდ მზად არ იყო.“

„ედუარდო ბოვემ იფსვიჩთან კარგად ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, სასტარტოდან მისი თამაში ჯერ ადრეა. თუმცა ვფიქრობ, რომ იმ 45-მა წუთმა, რომელიც მან ჩაატარა, ნამდვილად დამაიმედებელი იყო. მისი თამაშით და ფიზიკური კონდიციებით კმაყოფილები დავრჩით.“

საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდში“ გადასვლის შემდეგ, ინგლისური კლუბის შემადგენლობაში 3 მატჩი ჩაატარა - 2-ჯერ სასტარტოში იყო, ერთხელ კი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინასწარ ვიცოდით, რომ დიდი ფეხბურთელი გახდებოდა“ - ლოკომოტივის ექს-სკაუტი ხვიჩაზე
„წინასწარ ვიცოდით, რომ დიდი ფეხბურთელი გახდებოდა“ - ლოკომოტივის ექს-სკაუტი ხვიჩაზე