ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„გეიჯი-თოფურია? ვინც არ უნდა მოიგოს, მე კარგ პოზიციაში ვარ“ - ჰოლოუეი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი მაქს ჰოლოუეი ამბობს, რომ ილია თოფურიასთან რემატჩი სურს, თუმცა არც თეთრ სახლში კონორ მაკგრეგორთან ჩხუბზე იტყვის უარს. ამ და სხვა თემებზე „დალოცვილმა“ Stake-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„იქნება თუ არა ჩემსა და ოლივეირას შორის გამარჯვებული სატიტულო ჩხუბის მთავარი პრეტენდენტი? UFC-ის გადაწყვეტილებების წინასწარმეტყველება რთულია, მაგრამ თუ შთამბეჭდავად მოვიგებ, ამის იგნორირება რთული იქნება. ვიცი, რომ გულშემატკივრებს ჩემი ბრძოლები მოსწონთ, შესაბამისად, თუ ისევ შევძლებ შოუს დადგმას, როგორც ეს UFC 300-ზე მოხდა, წინ დიდი სიახლეები მელის.

გეიჯი-თოფურია? ხალხი ფიქრობს, რომ ილია მარტივად მოიგებს, მაგრამ ხანდახან საჭიროა იმის გაკეთება, რასაც ჯასტინი პედი პიმბლეტთან ჩხუბში აკეთებდა. ჯასტინმა ისე იჩხუბა, როგორც საჭირო იყო - ვულოცავ გამარჯვებას. სიამოვნებით ავუღებდი რევანშს ილიას, გეიჯის კი ჩემთან რევანშის აღება სურს. ასე რომ, ვინც არ უნდა მოიგოს, მე კარგ პოზიციაში ვარ.

რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი მსუბუქი წონის ჩემპიონობაა, მაგრამ ასევე მაქვს BMF-ის ქამარი, რითაც ძალიან ვამაყობ. ეს ქამარი ბევრი საინტერესო ჩხუბისკენ მიხსნის გზას. კონორ მაკგრეგორს სურს ოქტაგონში დაბრუნება - ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მასთან დაპირისპირება არ მაინტერესებს. ეს ხომ კონორ მაკგრეგორია - ასეთ ჩხუბზე უარს არ ამბობენ! ვფიქრობ, თეთრი სახლისთვის ეს შესანიშნავი აფიშაა. ასევე, მაქვს დაპირისპირების ისტორია ხაბიბ ნურმაგომედოვთან. ვიცი, რომ მან კარიერა დაასრულა, მაგრამ მახაჩევი მისი გუნდის წევრია და სიამოვნებით ვიჩხუბებდი ისლამთანაც“.

შეგახსენებთ, რომ UFC 326-ზე მაქს ჰოლოუეი ჩარლზ ოლივეირას BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსუბუქ წონაში თუ იჩხუბებენ, შანსები თანაბარია“ - დარიუში ილია VS ისლამზე
„მსუბუქ წონაში თუ იჩხუბებენ, შანსები თანაბარია“ - დარიუში ილია VS ისლამზე