ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

დუბაის ტურნირი | ბასილაშვილმა კვალიფიკაცია ვერ გაიარა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის 500-ქულიანი ტურნირის კვალიფიკაცია ვერ გაიარა - ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 79-ე ჩოგან ყაზახ ალექსანდრ შევჩენკოსთან ორ სეტში დამარცხდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა თავის ჩაწოდებაზე ექვსივე გეიმი აიღო, მაგრამ სეტი ტაიბრეიქში დათმო. რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ყაზახმა ჩოგბურთელმა თავი უფრო კარგად წარმოაჩინა, ბასილაშვილს მის ჩაწოდებაზე ერთი გეიმი აუღო და სეტი 6:4 მოიგო. 

ძირითად ბადეში მოსახვედრად შევჩენკო ფრანგ ქუენტინ ჰალისს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ შეხვედრაში ავსტრალიელ კრისტოფერ ო'კონელს 6:3, 6:4 მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ დუბაის ტურნირის საპრიზო თანხა 3,2 მილიონი დოლარი იყო. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული სტეფანოს ციციპასია, რომელმაც შარშან ფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს 6:3, 6:3 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყოფილ მწვრთნელს გაუთანაბრდა - ალკარასმა რუბლევს ზედიზედ მეოთხედ მოუგო
ყოფილ მწვრთნელს გაუთანაბრდა - ალკარასმა რუბლევს ზედიზედ მეოთხედ მოუგო