„ChatGPT-იმ მითხრა, რომ კრივი ჩემ გარეშე მოსაწყენია“ | ტაისონ ფიური ბრუნდება
ტაისონ ფიური რინგს უბრუნდება. ინგლისელი მოკრივე მომდევნო ორთაბრძოლას 11 აპრილს გამართავს და ლონდონში მდებარე Tottenham Hotspur Stadium-ზე არსლანბეკ მახმუდოვის დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერაში 21 მოგება და 2 წაგება აქვს.
„მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვბრუნდები — მინდა, კრივი ისევ დიად სპორტად ვაქციო. ერთი წლის წინ, მას შემდეგ რაც კარიერა დავასრულე, კრივმა რეგრესი განიცადა და მოსაწყენ სპორტად იქცა. კრივი საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმს მაშინ იყენებს, როდესაც ტაისონ ფიური აქტიურია. ეს ჩემი სიტყვები არ არის — ეს ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრა, მგონი, ChatGPT-იმ.
ჩემი ბრძოლა 60 000-ადგილიან სტადიონზე გაიმართება. მე დავაბრუნებ შოუს, გართობას, კამერებსა და ყველაფერს, რაც ამ სპორტს აკლია. დასვენებით სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ დგება მომენტი, როცა გინდა, საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდე. ჩემი საქმიანობა ყოველთვის ჩხუბი და კრივი იქნება.“
სხვათა შორის, „ბოშათა მეფემ“ ოლექსანდრ უსიკზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინელი მებრძოლი თაღლითია. ფიური უსიკთან წაგებას არასდროს აღიარებს, რადგან მიაჩნია, რომ „თეთრმა კურდღელმა“ წარმატებას თაღლითობით მიაღწია.