ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

მედლის რეალური შანსი - მეორე ადგილი მოკლე პროგრამაში

საქართველოს არაჩვეულებრივი შანსი აქვს, რომ ისტორია დაწეროს და ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი პირველად მოიპოვოს - ამის თქმა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ თამამად შეიძლება. მათ ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში არაჩვეულებრივად იასპარეზეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი პროგრამის წინ გერმანული დუეტის გარდა, ყველასთან უპირატესობა ექნებათ.

ბერულავა-მეტელკინას წყვილმა თითქმის ყველა ელემენტი უმაღლეს დონეზე შეასრულა და იყო მხოლოდ ერთი შეცდომა, რომელიც მსაჯებმა გამოსვლის შეფასების დროს დაუმინუსეს. საერთო ჯამში კი მათ 75,46 ქულა დააგროვეს და მხოლოდ გერმანელებს, მინერვა ფაბიენ ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინს ჩამორჩნენ, რომელთაც ასპარეზობა 80.01 ქულით დაასრულეს და კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ცნობისათვის, სპორტული წყვილების თავისუფალი პროგრამა ხვალ თბილისის დროით, 22:45 წუთიდან დაიწყება და როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებობს ჩინებული შანსი იმისა, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი პირველად მოიპოვონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთხიდან სამი უნაკლო ნახტომი - ეგაძემ ათეულში დაასრულა
ოთხიდან სამი უნაკლო ნახტომი - ეგაძემ ათეულში დაასრულა