მერაბის ახალი სამსახური | დვალიშვილის სახალისო ვიდეო და შეთავაზება იანს
მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. „მანქანამ“ იხუმრა, თითქოს ჯაკუზების გამყიდველ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და პიოტრ იანს დახმარება შესთავაზა, რათა ის ოქტაგონში დროულად დაბრუნდეს.
„დავბრუნდი... მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯაკუზების მაღაზიაში ვიმყოფები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩხუბი არ მაქვს, ჯაკუზების გამყიდველად დავიწყე მუშაობა. დღეს პიოტრ იანისთვის განსაკუთრებული შეთავაზება მაქვს. მინდა, გამოჯანმრთელდე და ამ ჯაკუზს უფასოდ გამოგიგზავნი. ამის წყალობით, ტრილოგიის მესამე ბრძოლა მაქსიმალურად სწრაფად გვექნება.
პიოტრ, ვიცი, რომ დასვენება მოგწონს, მაგრამ მე მიყვარს, როცა დაკავებული და აქტიური ვარ. მინდა, საჩემპიონო ქამარი დავიბრუნო, რადგან ეს სამსახური ძალიან რთულია. იყიდეთ ეს ჯაკუზი, დაპატიჟეთ თქვენი გოგონები, დაპატიჟეთ თქვენი ბიჭები და თუ პიოტრ იანი ხართ და ტაილანდში ცხოვრობთ, თქვენი ლედიბოები (ტრანსგენდერი ქალები) დაპატიჟეთ.“
შეგახსენებთ, რომ იანმა წელის ოპერაცია გაიკეთა და, როგორც მისმა მენეჯერმა განაცხადა, ივლისში შეძლებს ოქტაგონში დაბრუნებას. მერაბს და პიოტრ იანს ცალ-ცალკე არაერთხელ უთქვამთ, რომ მომდევნო ჩხუბს ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ.
View this post on Instagram