სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - ლინდსი ვონი საავადმყოფოში გადაიყვანეს
Aa
Aa

სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - ლინდსი ვონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კინაღამ ტრაგედია მოხდა. 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ლინდსი ვონი სიკვდილს გადაურჩა.

41 წლის ამერიკელი სწრაფდაშვებაზე ერთ-ერთ დროშას გამოედო და წაიქცა. აღსანიშნავია, რომ ლინდსი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაზიანებული მუხლით ასპარეზობდა.

მომხდარის შემდეგ, შეჯიბრი შეწყდა. გავრცელებულ კადრებში კარგად ისმის ამერიკელის სიმწრის ყვირილი. ლინდსი ვერტმფრენის საშუალებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის სამთო მოთხილამურე 2010 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მას კარიერაში ორი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული და როგორც უკვე მოგახსენეთ მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები